ბიზნეს ფორუმი 2017
23 დეკემბერი 2017 წელი
2017 წლის 21 დეკემბერს სამშენებლო კომპანია "ელთ ბილდინგი" საფინანსო ორგანიზაცია "ელთ კომპანთან" ერთად საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის ფორუმზე წარსდგა, რომელიც თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში გაიმართა. ფორუმზე მოწვეულმა იტალიის ელჩმა კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს ბ–ნ ელგუჯა თურმანიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისათვის ქართულ ეკონომიკურ ბაზარზე. შვილობილმა კომპანია "ელთ ბილდინგმა" კი საჩუქრები გადასცა იარაელის ელჩს სამშენებლო სფეროში თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის.