ახალი ამბები

ბიზნეს ფორუმი 2017
2017 წლის 21 დეკემბერს სამშენებლო კომპანია "ელთ ბილდინგი" საფინანსო ორგანიზაცია "ელთ კომპანთან" ერთად საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის ფორუმზე წარსდგა, რომელიც თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში გაიმართა. ფორუმზე მოწვეულმა იტალიის ელჩმა კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს ბ–ნ ელგუჯა თურმანიძეს სპეციალური ჯილდო გადასცა აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისათვის ქართულ ეკონომიკურ ბაზარზე. შვილობილმა კომპანია "ელთ ბილდინგმა" კი საჩუქრები გადასცა იარაელის ელჩს სამშენებლო სფეროში თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის.
სრულად
"ELT COMPANY" და "ELT BUILDING" მაესტროს ეთერში!
"ELT COMPANY" და "ELT BUILDING" მაესტროს ეთერში! ჩვენი კომპანიის გუნდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს იმისთვის რომ თითოეულმა კლიენტმა ისარგებლოს სწრაფი, ხარისხიანი, მათზე მორგებული და სანდო პირობებით, მნიშვნელოვნად გაზარდონ თავიანთი შემოსავლები, წამოიწყონ ან განავითარონ თავიანთი საქმიანობა, რაც, თავის მხრივ, ქართული ეკონომიკის განვითარებისა და თითოეული მათგანის ცხოვრების დონის გაუმჯობესების საწინდარია.
სრულად
ამჟამინდელი მდგომარეობა "სანრაიზის" სამშენებლო მოედანზე:
საძირკველში ჩასხმულია ბეტონი; ჩასხმულია მიწისქვესა პარკინგის კედლები; ჩასხმულია ლიფტის შახტები, მიწისქვეშა სივრცის დიაფრაგმები და სვეტები; დასხმულია მიწისქვესა პარკინგის ფილა; ჩასხმულია პირველი სართულის დიაფრაგმები, სვეტები, ლიფტ–შახტები; დასხმულია პირველი სართულის ფილა; ჩასხმულია მეორე სართულის დიაფრაგმების, სვეტები, ლიფტ–შახტები და კიბის უჯრედები; მიმდინარეობს მეორე სართულის ფილის დასხმისათვის მოსამზადებელი სამუშაოები.
სრულად